GASTRONOME Membership არის Gastronome-ისა და Wines & Spirits-ის ახალი ლოიალობის პროგრამა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ მუდმივი ფასდაკლება და გახდეთ ჩვენი უნიკალური გასტრონომიული გამოცდილების ნაწილი.
| ბენეფიტები | 3% Friend | 5% Explorer | 7% Member | 10% Gourmand |
|---|---|---|---|---|
| თვიური დანახარჯი | 50₾–149₾ | 150₾–249₾ | 250₾–399₾ | 400₾+ |
| პერსონალური შეთავაზებები | Included | Included | Included | Included |
| ღონისძიებების პრიორიტეტული დაჯავშნა | Not included | Included | Included | Included |
| დეგუსტაცია | Not included | Included | Included | Included |
| მასტერკლასები | Not included | Not included | Included | Included |
| დაბადების დღის ფასდაკლება | Not included | Not included | Included | Included |
| დაბადების დღის საჩუქარი | Not included | Not included | Not included | Included |
| დასწრება დახურულ ღონისძიებებზე | Not included | Not included | Not included | Included |
| სეზონური სასაჩუქრე ბოქსები | Not included | Not included | Not included | Included |
დაამატე ოჯახის წევრი Membership პროგრამაში
გაიარეთ რეგისტრაცია
გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. რეგისტრაციისთანავე ავტომატურად გახდებით პროგრამის წევრი და მოგენიჭებათ პირველი, Friend სტატუსი და 3% ფასდაკლება.
დაამატეთ ბარათი ვოლეტში
ჩვენთან პლასტიკური ბარათები აღარ არსებობს. რეგისტრაციიდან 3 წუთში თქვენი ციფრული ბარათი მზად იქნება, უბრალოდ შეინახეთ იგი სმარტფონის ელექტრონულ საფულეში (Wallet), სადაც ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია თქვენი მიმდინარე ეტაპის, ფასდაკლების პროცენტის, გადახდების ისტორიისა და უახლესი შეთავაზებების შესახებ.
დაასკანერეთ სალაროსთან
ფასდაკლების მისაღებად Gastronome-ის და Wines & Spirits-ის ფილიალებში ვიზიტისას მოლარეს ტელეფონიდან პირდაპირ დაასკანერებინეთ ციფრული ბარათი. გაითვალისწინეთ, რომ პირადი ნომრის კარნახით ან ბარათის სქრინშოტის ჩვენებით ფასდაკლება ვეღარ გატარდება. (პროგრამა ამ ეტაპზე მოქმედებს მხოლოდ ფილიალებში და არ ვრცელდება Wolt-ის შეკვეთებზე).
გადაინაცვლეთ ახალ ეტაპებზე
ის თუ რომელ ეტაპზე იმყოფებით და რამდენია თქვენთვის განკუთვნილი ფასდაკლების პროცენტი (3%, 5%, 7% ან 10%) დამოკიდებულია თქვენს ყოველთვიურ დანახარჯზე. ყოველი თვის 1-ელ რიცხვში სისტემა ავტომატურად ახლდება: თუ შესაბამის მინიმალურ ლიმიტს გადააჭარბებთ - დაწინაურდებით ახალ ეტაპზე, ხოლო თუ მინიმალურ ზღვარს ვერ შეასრულებთ - ჩამოქვეითდებით ერთი საფეხურით.
თქვენი მიმდინარე თვის ჯამური დანახარჯის მიხედვით. ყოველი მომდევნო თვის 1 რიცხვში ბარათზე ავტომატურად აისახება ახალი საფეხური: Friend (3%), Explorer (5%), Member (7%) ან Gourmand (10%).
თუ დანახარჯი თქვენი საფეხურის მინიმალურ ზღვარზე ნაკლები იქნება, მომდევნო თვის 1 რიცხვში ავტომატურად ჩამოქვეითდებით ერთი საფეხურით. თუ Friend საფეხურზე იმყოფებოდით და ხარჯვა საერთოდ არ გექნებათ (0 ლარი) ან 50 ლარზე ნაკლები გექნებათ თვეში, სტატუსი გახდება არააქტიური (INACTIVE, 0%), ბარათი გათეთრდება და თუ ასე 6 თვე გაგრძელდება, ბარათი საერთოდ გაუქმდება.
ბარათზე ოჯახის წევრების დამატების ფუნქციით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 ოჯახის წევრს მისცეთ თქვენი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება. სხვა მხრივ, ბარათის გაზიარება (მაგალითად, ბარათის სქრინის გადაგზავნა) დაუშვებელია. ასევე, სხვები ვეღარ შეძლებენ თქვენი ბარათით სარგებლობას სალაროსთან ბარათის ნომრის ან პირადი ნომრის კარნახით
ციფრულ საფულეში გახსენით Gastronome Membership ბარათი, ზედა მარჯვენა კუთხეში აირჩიეთ Pass Details, შემდეგ გადადით „ჩემი ოჯახი“ ველზე, შეიყვანეთ სასურველი პირის ელფოსტა და დააჭირეთ „მოწვევის გაგზავნას“. მოწვეული პირი მეილზე მიიღებს ინსტრუქციას, რომლის გავლის მერეც თავის საფულეში დაიმატებს ბარათს.
თქვენი და დამატებული ოჯახის წევრების ყველა შესყიდვა ერთად გროვდება. სწორედ ეს ჯამური დანახარჯი განსაზღვრავს თქვენი ბარათის სტატუსსა და შესაბამისი ფასდაკლების მოცულობას. რაც შეეხება სარგებლობას: დამატებულ წევრებს აქვთ თქვენი ბარათით გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის უფლება, ხოლო ბარათის სტატუსის შესაბამისი სხვა დამატებითი ბენეფიტები და პრივილეგიები რჩება მხოლოდ ბარათის ძირითადი მფლობელისთვის.
ჩვენ გადავამოწმეთ თქვენი ბოლო 1 თვის შენაძენები და შესაბამისი ფასდაკლების პროცენტი წინასწარ შევიყვანეთ სისტემაში. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, თქვენს ციფრულ ბარათზე ავტომატურად გამოჩნდება კუთვნილი პროცენტი.
ძველი ბარათები პირველი სექტემბრიდან სრულიად უფუნქციო იქნება. ახალი სისტემა მხოლოდ ციფრული ბარათის მეშვეობით მუშაობს.
ძველი ქულების გახარჯვა შეგიძლიათ 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით Gastronome-ისა და Wines & Spirits-ის მაღაზიებში. 1 სექტემბრიდან ძველი ბარათები და გამოუყენებელი ქულები სრულად გაუქმდება.
ჯერჯერობით, ახალი სისტემა მუშაობს მხოლოდ ფილიალებში ვიზიტისას. Wolt-ის ინტეგრაცია პროგრამის მომდევნო ეტაპზე იგეგმება.
არა, ბარათის გატარება მხოლოდ ელექტრონულ საფულეში გახსნილი ბარათის სალაროსთან დასკანერების გზით მოხდება.
მოქმედებს წესები და პირობები. გასტრონომი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ლოიალურობის პროგრამა. ქულებს არ აქვთ ფულადი ღირებულება. სრული პირობების სანახავად, მიმართე მაღაზიას.